Jobs.GE



დასახელება: სხვადასხვა - ბათუმი
მომწოდებელი: სასტუმრო Wyndham Batumi
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 26 იან

სასტუმრო "Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. საზოგადოებრივი ადგილების დამლაგებელი

მოვალეობები:

** სისუფთავის უზრუნველყოფა რესტორანში არსებულ საზოგადოებრივ ადგილებში;
** სხვა განყოფილებისთვის დახმარების გაწევა საჭიროების შემთხვევაში;
** იატაკის, მოგვა, მოწმენდა, მოპრიალება;
** ხალიჩების გაწმენდა მტვერსასრუტით;
** ოფისების დალაგება, გაწმენდა და ნაგვის გატანა;
** ტუალეტის დალაგება და საჭირო ინვენტარის დამატება;
** საჭირო აღჭურვილობის სწორი და უსაფრთხო გამოყენება.

მოთხოვნა: ქართული ენის ცოდნა, სასურველია დამატებით უცხო ენის ცოდნაც.

2. მიმტანი

მოვალეობები:

** სტუმრის სწრაფი და ეფექტური მომსახურება სტანდარტების მიხედვით;
** სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა სტუმრისათვის;
** გუნდის წევრების მხარდაჭერა;
** დროდადრო წამოჭრილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.
** სასურველია თურქული და რუსული ენის ფლობა.

3. ბარმენი

მოვალეობები:

** სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისსხიანი მომზადება;
** ბარის ტერიტორიის დასუფთავება;
** ინვენტარის გაკონტროლება;
** სასიამოვნო და დადებითი პროფესიონალური გარემოს შექმნა.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.
** სასურველია თურქული და რუსული ენის ფლობა

4. მზარეული/მზარეულის დამხმარე

მოვალეობები:

** სამუშაო ადგილის მომზადება სამუშაო პროცესის დაწყებისთვის.
** ძირითადი კერძების მომზადება
** სამუშაო ადგილის სისუფთავეზე ზრუნვა, ჯანდაცვის ინსპექტირების ნორმების შესაბამისად.
** რესტორანში არსებული სტანდარტების დაცვა
** დადგენილი კერძების მომზადების რეცეპტურის ცოდნა
** უფროსი მზარეულის მითითებების გათვალისწინება და შესრულება.

5. ჭურჭლის მრეცხავი

მოვალეობები:

** საკვების და სასმელების ოპერაციებში გამოყენებული ერთეულების გასუფთავება, გადატანა, შენახვა;
** სამზარეულოს და საწყობის ტერიტორიაზე სისუფთავის და წესრიგის დაცვა.

6. დაცვის ოფიცერი

მოვალეობები:

** ვიზუალური კონტროლის უზრუნველყოფა;
** რესტორნის პერიოდული პატრულირება;
** საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა;
** უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეპორტირება.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.
** სასურველია თურქული და რუსული ენის ფლობა.

7. რესტორნის სუპერვაიზერი

მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია
** მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.
** რესტორნის ოპერირების სტანდარტების დაცვა
** მიმტანების ცვლის კონტროლი
** მიმტანების გადანაწილება და პოზიციებზე დაკომპლექტება
** თანამშრომლების ქცევის და მუშაობის კონტროლი და კოორდინაცია
** თანამშრომლების კოორდინაცია
** მენეჯერის არ ყოფნის დროს რესტორნის/ბარის გამართულად მუშაობის კონტროლი
** სტუმრის კმაყოფილებაზე ზრუნვა და საუკეთესო სერვისის უზრუნველყოფა
** კერძებისა და სასმელების ვიზუალური ხარისხის კონტროლი.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.
** სასურველია თურქული და რუსული ენის ფლობა

8. რესტორნის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (კომუნიკაცია, მონიტორინგი, განვითარებაზე ზრუნვა)
** კლიენტთა მომსახურების კონტროლი და მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება;
** საქართველოს კანონმდებლობით (სურსათის უვნებლობის სტანდარტების) და კომპანიის სტანდარტების შესრულების მონიტორინგი;
** პროდუქციის შეკვეთების განხორციელება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა;
** ხარჯების კონტროლი და მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გამოსწორებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია რუსული და/ან თურქული ენის ცოდნაც;
** MS Office პროგრამების ცოდნა (Excel - Intermediate დონეზე).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** გუნდური.

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია CV (აუცილებელია ფოტოსურათთან ერთად) გამოგზავნოს შემდეგ მისამართზე: vacancy@wyndhambatumi.com. გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება კომუნიკაცია.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი