Jobs.GE



დასახელება: საკრედიტო ჯგუფის უფროსი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ლაზიკა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 25 იან

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს "ლაზიკა კაპიტალი" აწარმოებს მსურველთა მიღებას საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ზუგდიდის ფილიალში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულად ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით;
** სამწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
** კომპიუტერის, კერძოდ კი Word და Excel-ის ზედმიწევნით ცოდნა
** აუცილებელია იყოს შესაბამისი ქალაქის ან მიმდებარე სოფლების მკვიდრი.

სამუშაოს აღწერილობა:

** ბაზრის მოძიება და მსესხებლების აქტიური მოზიდვა
** პრომო-აქციების ორგანიზება და ჩატარება
** მიმდინარე სესხებისა და პროექტების მონიტორინგი
** დაქვემდებარებული ჯგუფის ჯამური სასესხო პორტფელის მართვა და კონტროლი
** მიმდინარე გადახდების ყოველდღიური კონტროლი
** დაქვემდებარებული საკრედიტო ექსპერტების მართვა და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
** საკრედიტო მენეჯერის დახმარება ადმინისტრაციულ და საკადრო საკითხებში
** მცირე საკრედიტო კომიტეტის მსვლელობაში აქტიური მონაწილეობა

ხელფასი შეესაბამება მაღალ კომერციულ სტანდარტებს.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე. მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი" ქართულ ენაზე, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

(571)000009— ანი გუგუნავა; დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისი ზუგდიდი



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი