Jobs.GE



დასახელება: სერვისის ინჟინერი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 25 იან

კომპანია "My Office"-ი, რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის ინჟინერის პოზიციაზე, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ HP,CANON, XEROX.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს http://myoffice.com.ge/about-our-company-ka/

ძირითადი მოვალეობები:

** პრინტერებისა და სკანერების სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** დიაგნოსტიკა;
** ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** მომსახურების გაწევა, როგორც ადგილზე ასევე ობიექტზე გასვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საოფისე ტექნიკის კერძოდ პრინტერის შეკეთების კუთხით;
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, სასურველია ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატიურობა;
** ორგანიზებულობა.
** პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

სამსახურეობრივი ხარჯების ანაზღაურება;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სამუშაო დრო: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათ. 09:00-დან 18:00-მდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სერვისის ინჟინერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი