Jobs.GE



დასახელება: გარემოსა და სოციალური საკითხების ოფიცერი - ანაკლია
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გარემოსა და სოციალური საკითხების ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ანაკლია

კომპანია უზრუნველყოფს - თანამშრომლების კვებას და ცხოვრებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მასშტაბით გარემოსდაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ნორმების, მოთხოვნების და ვალდებულებების შესრულებას;
** კომპანიის მიერ სხვა და სხვა პროექტების განხორცილებისას პროექტის ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება : კერძოდ
** საკვანძო ურთიერთობა სამშენებლო მოედნის დონეზე, სამშენებლო სამუშაოთა შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის გარემოს დაცვის მენეჯერთან და კონტრაქტორის სამშენებლო მოედნის მენეჯერთან.
** მიმდინარე პროექტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირების შეშფოთების საკითხებზე რეაგირება (გარემოს დაცვის და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში) .
** მშენებლობის ნებისმიერი ფაზის გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებების განსაზღვრა და ეფექტური საკონტროლო ზომების შეთავაზება;
** სამშენებლო მოედნების ყოველდღიური ინსპექტირება;
** გარემოს დაცვითი მონიტორინგის პროგრამის შექმნაში მონაწილეობის მიღება.
** იგულისხმება, რომ გარემოს დაცვის სპეციალისტმა იცის პროექტის ნებისმიერი ადგილი, სადაც არის სერიოზული ან განმეორებადი დარღვევა და უზრუნველყოფს ყველა განსაზღვრული დარღვევის თვალის ადეკვატურ მიდევნებას;
** ყველა თვალმიდევნებული დარღვევის ლიკვიდაცია ხორციელდება ოფიციალურად, იმის საჩვენებლად, რომ გამოყენებულ იქნა მაკორექტირებელი ქმედებების სათანადო დონე, და გონივრულად იგეგმება მსგავსი პრობლემის არგამეორების უზრუნველყოფის ქმედებები.
** საზედამხედველო ჯგუფის ლიდერისათვის ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა.
** სხვა შესაბამისი მოვალეობები რომელიც უკავშირდება აღნიშნულ თანამდებობას

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბუნებისმეტყველო მეცნიერების განხრით)
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
** დიდ ორგანიზაციაში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, აკურატულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 2018 წლის 20 იანვრამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: esaoff.co@client.jobs.ge და გთხოვთ სათაურის ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გარემოსა და სოციალური საკითხების ოფიცერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი