Jobs.GE



დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 23 იან

"კავკასიის უნივერსიტეტი" (კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა) აცხადებს კონკურსს პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (4 ვაკანტური ადგილი), ასისტენტ-პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (4 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგ დისციპლინებში:

** ჯანდაცვის მენეჯმენტი (1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ-პროფესორი, 2 ასისტენტი);
** ეკონომიკა (1 პროფესორი, 2 ასოცირებული პროფესორი; 1 ასისტენტ-პროფესორი, 2 ასისტენტი);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) პროფესორისთვის

** დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება.

ბ) ასოცირებული პროფესორისთვის

** დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

გ) ასისტენტ-პროფესორისთვის

** დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
** სასურველია დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

დ) ასისტენტისთვის

** დოქტორანტი, რომელსაც სასურველია ქონდეს მოცემულ სფეროში საქმიანობის 2 წლიანი პედაგოგიური ან/და პრაქტიკული გამოცდილება.
** მოცემული დარგის მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ დარგში არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** კურსის/კურსების სილაბუსი
** CV/რეზიუმე;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
** გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა; II ეტაპი - პრეზენტაცია; III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cu.edu.ge და საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!

საბუთების მიღება: 2017 წლის 23 დეკემბრიდან 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით.

"კავკასიის უნივერსიტეტი" იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი