Jobs.GE



დასახელება: მედია და კრეატივის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიონი საქართველო
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 25 იან

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს "ვიონი საქართველო" აცხადებს კონკურსს მედია და კრეატივის სპეციალისტის ვაკანსიაზე.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

პირველობის სულისკვეთების ჩვენი სურვილი ჩვენს ღირებულებებში აისახება - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი. პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება;
** მარკეტინგისა და ბრენდის მენეჯერებთან თანამშრომლობით სარეკლამო ბიუჯეტების შექმნა და განხილვა. მედიის სატენდერო პროცესის შექმნა და შესრულება;
** საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება და მონოტორინგი;
** მედია განთავსების ოპტიმიზირება სხვადასხვა აუდიტორიისა და მედია არხების მიხედვით;
** სარეკლამო კამპანიის შედეგების ანალიტიკა/რეპორტიგი;
** სარეკლამო ბაზრის მონიტორინგი, ახალი სარეკლამო მიმართულებების მოძიება და პროექტების იმპლემენტაცია.

სარეკლამო კომპანიებთან და მედია სახლებთან თანამშრომლობა:

** კრეატიული სამუშაო - სარეკლამო კონცეფციების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება;
** მიღებული სარეკლამო მასალის კორექტირება და კონტროლი;
** მედია ბადის გეგმარება და კორექტირება;
** კომერციული გაშვებისთვის სარეკლამო მასალების მომზადება;
** საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მედიისა და კრეატივის მიმართულებით;
** ქართული ენის (წერითი, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური (სრულყოფილი) და რუსული (intermediate+) ენების ცოდნა (წერითი, სასაუბრო).

საჭირო თვისებები:

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი, სიახლეების ათვისების უნარი;
** აქტიური, კრეატიული, ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@beeline.ge და მიუთითოთ თემა "Media", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

P.S. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში ერთი წლით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი