Jobs.GE



დასახელება: მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან

შპს "ფუდ მენეჯმენტ გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** მარკეტინგული სტრატეგიის და ბრენდის სტრატეგიის შემუშავება, პრეზენტაცია, დაგეგმვა, იმპლემენტაცია და შესრულების კონტროლი;
** ბაზრის კვლევა, არსებული და მომავალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** კონკურენტების შესახებ ინფორმაციის გაანალიზება;
** პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სარეკლამო სააგენტოებთან და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** ახალი პროდუქტების და ბრენდების შექმნაზე მუშაობა;
** გაყიდვების გეგმების, ახალი ბაზრების მოძიებისა და საფასო პოლიტიკის წარმართვის ორგანიზება;
** მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტირება, დაგეგმა, იმპლემენტაცია.
** ვებ გვერდის და სოციალური ქსელის მართვა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის დარგში, სასურველია მაგისტრის ხარისხი.
** მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft office სრულყოფილი ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** პროექტების/ღონისძიებების მართვისა და ორგანიზების გამოცდილება და შესაბამისი უნარ-ჩვევები

გთხოვთ CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@fmgroup.ge 2018 წლის 20 იანვრამდე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი