Jobs.GE



დასახელება: სერვის ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 25 იან

კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე შემდეგი მიმართულებებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** მამაკაცი, ასაკი 25-45
** ქართული ენის სრულყოფილად, რუსული ენის ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** უპირატესობად ჩაითვლება საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება, დეტალების და შიდა კომპლექტაციის ცოდნის მიმართულებით. პრაქტიკული მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის (პროფილაქტიკის) სფეროში მრჩეველის პოზიციაზე,
** აუცილებელია მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიული და კომუნიკაბელური.
** პასუხისმგებლობის გრძნობით.
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, დისციპლინირებული.
** შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების განსაკუთრებით ძლიერი უნარი,
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და კარგად გადმოცემის უნარი.
** ყურადღებით მოსმენის უნარი.
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი.
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი.
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

** სრული დატვირთვა
** 9:00-18:30საათამდე.
** კვირაში ერთი დღე დასვენება.
** ანაზღაურება: გამოცდილების და ცოდნის შესაბამისად გასაუბრების შედეგებზე დამოკიდებული, ფიქსირებულს + ბონუსი.

გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე: vacancy@otomotors.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი