Jobs.GE



დასახელება: ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი - ქუთაისი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 25 იან

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე, ქუთაისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე. კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000-ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 9 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო გეგმის შესრულება ეფექტური გაყიდვების გზით;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხსა და განვითარებაზე ზრუნვა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
** მომხმარებლის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** საკრედიტო განაცხადის მიღება, მომხმარებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუს წარმოება და მისი ზოგადი ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
** საკრედიტო ფაილების მომზადება და მათი საკრედიტო კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება.
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და დაფარვის უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** საფინანსო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

განაცხადის შემოტანის დედლაინია 2018 წლის 25 იანვრის 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/jAazDuvmBldb3gVv1



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი