Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Georgian Automobile Club
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 25 იან

კომპანია "Georgian Automobile Club", რომლის პროფილსაც წარმოადგენს ავტომობილები და მათი მომსახურება, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** კლიენტებისთვის პროდუქტისა და მომსახურეობის შეთავაზება (ყოველდღიურად დაგეგმილი სამუშაო გრაფიკის მიხედვით);
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** ეფექტური პრეზენტაციების მომზადება ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
** რეპორტების მომზადება შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
** ჩანაწერების წარმოება სამოქმედო არეალისა და გაყიდვების შესახებ;
** გუნდის მხარდაჭერა დასახული მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით (შესაძლოა დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint) ;
** სარეკლამო მასალებზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ზომიერად თავდაჯერებული;
** მიზანდასახული;
** კლიენტზე ორიენტირებული;
** დახვეწილი მეტყველება;
** სასიამოვნო გარეგნობა;

ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასი + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gac.ge და საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი