Jobs.GE



დასახელება: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან

IT სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში, "ორიენტ ლოჯიკი" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობებია:

** სამართლებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის მოძიება, ანალიზი, გამოთხოვა, დახარისხება და შენახვა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ოფიციალური მიმოწერის წარმოება;
** კლიენტებისთვის კორესპონდენციისა და წერილების შედგენა, გაგზავნა და მათი მიღება;
** ახალი ტქენიკური მიზნების აღმოჩენა, განვითარება და მიღწევა;
** ხელშეკრულებების გაფორმება/გაფორმების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის განხრით
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა (სასურველია საგადასახადო კუთხით მცირედი მაინც, გამოცდილება);
** ძალიან კარგი ვერბალური, წერითი და ორგანიზაციის ყველა დონეზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ამოცანის ანალიზის, კრიტიკული და საკვანძო საკითხების გადაწყვეტის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** MS Office პროგრამების ცოდნა
** კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:
** გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში ერთ-ერთი წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში
** მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას მუდმივად განვითარებად და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@ol.ge 2018 წლის 20 იანვრის ჩათვლით და გზავნილის ველში მიუთითონ ვაკანისს დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი