Jobs.GE



დასახელება: მეწარმე ქალთა გაძლიერების პროგრამა
მომწოდებელი: მეწარმე ქალთა საბჭო
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 26 იან
თანდართული ფაილი: 161810-wbcg-app-form.zip

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში და "მეწარმე ქალთა საბჭო" იწყებს მეწარმე ქალთა შერჩევას ექვს თვიან ბიზნესის ხელშემწყობ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. პროექტის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით შეიძენენ ახალ უნარ ჩვევებს ჰოლანდიელი ბიზნეს ექსპერტებისგან.

ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა სასწავლო ვიზიტით გაემგზავროს ნიდერლანდებში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ საშუალება მოიძიონ პოტენციური პარტნიორები და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა, გთხოვთ, იხილოთ ინგლისურ ენაზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი