Jobs.GE



დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: Caucasus Credit
გამოქვეყნდა: 25 დეკ / ბოლო ვადა: 25 იან

"Caucasus Credit" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სესხის განაცხადის მიღება, წარმოდგენილ განაცხადში რისკების შეფასება, მონაცემების დამუშავება, ბიზნესის ანალიზის ჩატარება;
** ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა.
** პორტფელში არსებული მსესხებლების ფინანსური მდგომარეობის პერიოდული შეფასება და კონტროლი;
** პორტფელში არსებულ პრობლემურ, ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** ფინანსურ ინსტიტუტში საკრედიტო განხრით ბიზნეს სესხებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ანალიტიკური მუშაობის/კვლევების გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (აუცილებელია; Excel; Word;)

თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოტივირებულობა
** აქტიურობა
** მიზანზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: hr@caucasuscredit.ge და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი