Jobs.GE



დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 23 დეკ / ბოლო ვადა: 23 იან

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

"ევროპროდუქტის" მარკეტების ქსელის უმთავრესი ღირებულებაა მუდმივად შესთავაზოს მომხმარებელს პრემიუმ კლასის პროდუქცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, შესაბამისად კომპანიისათვის პრიორიტეტულია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევას, შემდგომში კი მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

მარკეტების ქსელი "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

მოვალეობები:

** კომპანიის შენობისა და ავტომანქანების პარკინგის ტერიტორიის დაცვა და უსაფრთხოების კონტროლი;
** მარკეტში არსებული ქონების დაცვა;
** წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში;
** ვიზიტორების კონტროლი;
** კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და კომპანიის მენეჯმენტის შესაბამისი დავალებების შესრულება.

უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** ასაკი: 25-45 წელი
** თავაზიანი
** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე
** ენერგიული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე აპლიკანტს. შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების დროს წარმოადგინეთ ცნობა ნასამართლეობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში გამგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@europroduct.ge

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი