Jobs.GE



დასახელება: მობილური აპლიკაციების ინტერნი
მომწოდებელი: Mobility
გამოქვეყნდა: 23 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან

საქართველოში წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფისა და მობილური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "Mobility" აცხადებს სტაჟირების პროგრამას მობილური (Android ან iOS) აპლიკაციების ინტერნის თანამდებობებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სწავლა და განვითარება გუნდის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ;
** მობილური აპლიკაციების შემუშავება Android OS ან/და Apple iOS პლატფორმებზე;
** აპლიკაციების ინტერფეისისა და სერვერული ნაწილის დაკავშირება;
** პროექტის მიმდინარეობის რეპორტინგი;
** საბოლოო პროდუქციის ტესტირება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** Android OS ან/და Apple iOS პლატფორმებზე მობილური აპლიკაციების დამზადების საბაზო ცოდნა;
** ობიექტურად-ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** კოდის რეპოზიტორიებთან (მაგ. GitHub, BitBucket და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება შემდეგი:

** უმაღლესი განათლება სპეციალობით მათემატიკა/პროგრამირება;
** ვებ-ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
** გრაფიკულ რედაქტორებში მუშაობის გამოცდილება;

რას ვთავაზობთ:

** სტაჟირებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში;
** სტაჟირების ვადა: 3 თვე;
** სტიპენდია: 200 ლარი;
** სწავლასთან შეთავსებით სამუშაო გრაფიკს;
** საინტერესო და პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობაში ჩართვას;
** ზრდის პერსპექტივა - როგორც ცოდნის, ასევე კარიერული;
** წარმატებული კანდიდატები ვადის დასრულებისას დასაქმდებიან კომპანიაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:

** პირადი CV;
** ნამუშევრების პორტფოლიო - App store-სა ან/და Play Google-ზე განთავსებული აპლიკაციების ბმულები, მოკლე აღწერით შესრულებული სამუშაოს შესახებ;

წერილები მიიღება მისამართზე: hr@mobility.ge 2018 წლის 20 იანვრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ "Internship".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული ელ.ფოსტის მეშვეობით. ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.mobility.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი