Jobs.GE



დასახელება: ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ჯაბა კრედიტი
გამოქვეყნდა: 22 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან

შპს "ჯაბა კრედიტი" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 2010 წლიდან ფუნქციონირებს. "ჯაბა კრედიტი " სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.

შპს "ჯაბა კრედიტი " აცხადებს ვაკანსიას სალაროს ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე თბილისის ფილიალისათვის, როგორც ღამის ასევე დღის ცვლაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ოქროს მიღება/შეფასება;
** ხელშეკრულებების გაფორმება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** გზავნილების გაგზავნა/განაღდება

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია ეკონომიკური განხრით ( საბანკო, საფინანსო, ტექნიკური სპეციალობები;);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული/ინგლისური ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.

სასურველი მოთხოვნები:

** ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის შემსწავლელი კურსის სერთიფიკატი;
** სალაროს ოპერატორის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** სხარტი და ლოგიკური აზროვნება;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, დატვირთულ რეჟიმში სწრაფად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს
** ანაზღაურებას მუშაობის შესაბამისად
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (სავალდებულოა დაურთოთ ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე HR@jabacredit.ge არა უგვიანეს 2018 წლის 20 იანვრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი