Jobs.GE



დასახელება: Delphi პროგრამისტი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 22 დეკ / ბოლო ვადა: 22 იან

შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას Delphi პროგრამისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა: შპს "ალტა სოფთვეარის" პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, უშუალო პროგრამირება, ურთიერთობა მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან.

კომპეტენციის ფარგლები:

** შემოსულ ამოცანებზე დროული რეაგირება, ანალიზი, შესაბამისი შენიშვნების გამოთქმა;
** პროგრამირება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** შემოსულ ხარვეზებსა და შეკითხვებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.

საჭირო კვალიფიკაცია:

** Embarcadero (Borland) Delphi პროგრამირება;
** სასურველია Microsoft SQL-ზე ლოგიკისა და სკრიპტის დაწერის ცოდნა;
** მისასალმებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ამოცანის შესასრულებლად აუცილებელი სავარაუდო ვადის წინასწარ დადგენა და ამ ვადის დაცვა;
** რამდენიმე ამოცანის/პროექტის ერთდროულად განხორციელების შესაძლებლობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ "Delphi პროგრამისტი".

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. სასურველია, წარმოადგინოთ შექმნილი პროგრამების კოდები განსახილველად.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (5 დღე/40 სთ კვირაში).

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი