Jobs.GE



დასახელება: მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 22 დეკ / ბოლო ვადა: 19 იან

შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

შპს "ალტა სოფთვეარის" პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა/მომსახურებასთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრა, კლიენტებთან ურთიერთობა, შემოსული საკითხებისა და ინციდენტების მართვა, კლიენტების ტრეინინგი, დოკუმენტაციის შედგენა, მის პასუხისმგებლობაში არსებული საკითხებისა და მთლიანად ბილდის/ვერსისს/ფიქსის ტესტირება, ცვლილებების ლოგის შექმნა, მის პასუხისმგებლობაში არსებული მოდულების პრეზენტაცია/დემონსტრაცია საჭიროების მიხედვით და პროგრამული უზრუნველყოფის სხვაგვარი მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში.
სამსახურში მიღებიდან უმოკლეს ვადაში (მაქსიმუმ ერთი თვე) მხარდაჭერის ახალი თანამშრომელი უნდა ჩაერთოს რეალური ამოცანების განხორციელებაში.

კომპეტენციის ფარგლები:

** შემოსულ ამოცანებზე დროული რეაგირება, ანალიზი, გადანაწილება პასუხისმგებელ დეველოფერებზე, ამოცანის ავტორთან ურთიერთობა და ამოცანის დაზუსტება;
** კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, პროგრამული უზრუნველყოფის დემონსტრირება, დაყენება და ახსნა;
** კლიენტებისათვის ტრეინინგის ჩატარება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მართვა და განხორციელებული ცვლილებების შემოწმება/ტესტირება;
** შემოსულ ინციდენტებსა და შეკითხვებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.

საჭირო კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** საბანკო / მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, საბანკო პროდუქტების ზოგადი ცოდნა;
** Microsoft SQL ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია "ალტა სოფთვეარის" პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია JIRA, TFS-თან მუშაობის გამოცდილება;
** მისასალმებელია დამატებითი ენების ცოდნაც.

აუცილებელი უნარები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
** სწრაფი აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და საქმიანი კორესპონდენციის წარმოების უნარი;
** კომპანიის კლიენტებთან თავაზიანი მოქცევა, მოთმინების გრძნობა;
** კეთილსინდისიერება და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობა;
** გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა და მოტივაციის წერილი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2018 წლის 19 იანვრამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას (ინტერვიუს სახით) და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (5 დღე/40 სთ კვირაში).

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.

კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გამოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი