Jobs.GE



დასახელება: კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი
მომწოდებელი: Next IT Academy
გამოქვეყნდა: 21 დეკ / ბოლო ვადა: 16 იან

"ნექსთ აიტი აკადემია" აცხადებს მიღებას კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსზე.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
ლექციების ხანგრძლივობა: 2-2.5 საათიანი ლექცია
სწავლის ღირებულება: 400 ლარი, გადახდა ხდება ეტაპობრივად (თვეში 200 ლარი); სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება;

სწავლა დაიწყება 16 იანვარს (19:30-ზე).

მისამართი: კოსტავას გამზ. №77, (სააკაძის მოედანთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი, I სართული, 128 დ ოთახი)

ტელ: 551 40 12 34, 558 19 04 07
ელ-ფოსტა: nextitacademy@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Next.IT.Academy/
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

** Cisco - Introduction to Cybersecurity
** Cisco - Cybersecurity Essentials
** Next-ITsecurity

ზოგადი ინფორმაცია:

** კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
** მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
** პრაქტიკული დავალებები დაფუძნებულია Windows, Linux და Cisco IOS სისტემებზე;
** კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები გაივლიან ორკვირიან სტაჟირებას ვითიბი ბანკში, სადაც პრაქტიკულად იმუშავებენ DLP, Web Application Firewall, IPS, Nesus და სხვა პროგრამებთან;
** სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მისი დასაქმება ადგილობრივად;
** კურსის მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთებული იქნება ინციდენტებზე რეაგირებაზე, უსაფრთხოების პროგრამების მიერ წარმოებულ ლოგების გარჩევაზე და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე;
** განხილული იქნება უსაფრთხოების შესამოწმებელი პროგრამები, ასევე Kali Linux და მისი შეღწევადობის ტესტირების უტილიტები;
** კურსდამთავრებულს შეეძლება მუშაობა როგორც მცირე, ისე მსხვილ ორგანიზაციებში;
** კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
** წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ "Gold" სერტიფიკატები თავისი დანართებით და მიეცემათ რეკომენდაცია შემდგომ დასაქმებაზე;

სასწავლო კურსის პროგრამა:

** ძირითადი საფრთხეების აღწერა; იდენტიფიკაცია, აუთენტიკაცია, ანგარიში (AAA);
** მომხმარებლებთან და ჯგუფებთან (Users & Groups) მუშაობა, მომხმარებლის სახელები და პაროლები; ლოკალური უსაფრთხოების პოლიტიკები, პაროლის პოლიტიკები;
** ფაილებზე, საქაღალდეებზე და დისკებზე წვდომის ნებართვების განსაზღვრა;
** შიფრაცია/დეშიფრაცია, სიმესტრიული და ასიმეტრიული შიფრაციის ალგორითმების განხილვა; ჰეშირების ალგორითმების განხილვა; მთლიანობა და ნამდვილობა;
** სერტიფიკატები. ციფრული სერტიფიკატების განხილვა და მათი მართვა;
** ელექტრონული ფოსტების უსაფრთხოება (Gmail, Hotmail);
** უსაფრთხოება ბრაუზერებში; უსაფრთხოება სოციალურ ქსელებში, უსაფრთხო შოპინგი;
** უსაფრთხოება მობილურ ოპერაციულ სისტემებში (Android, iOS);
** კონფიდენციალური დოკუმენტების უსაფრთხოება;
** გავრცელებული საზიანო პროგრამების (Malware - Trojan, Worm, Virus, Adware), ჯაშუშური პროგრამების (Spyware, Keylogger და ა.შ) განხილვა და მათგან თავდაცვის გზების განხილვა;
** ანტივირუსული პროგრამების კონფიგურაცია; უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები
** ქსელის უსაფრთხოების დაცვა (ქსელური საფრთხეების კატეგორიები, ქსელური შეტევების სახეები (Dos/DDOS, Main-in-the-Middle, SynFlood, Fishing, Injection, Spoofing, Zero-Day და ა.შ);
** უსაფრთხოების კომპონენტების არჩევა: ფაიერვოლების კონფიგურაცია; VPN; IPS: IPS ტექნოლოგია; IPS ხელწერები (Signatures), წვდომის სიები (ACLs).
** ვებ-შეტევები: Top 10 ვებ-შეტევის განხილვა და ანალიზი; Web Application Firewall;
** მონაცემთა და ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა;
** უსაფრთხოება კაბელურ და უკაბელო მარშრუტიზატორებში (TP-Link, MikroTik);
** მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემები (DLP);
** ლოგების მართვის პროგრამები (SIEM), უსაფრთხოების პროგრამების ლოგების (log) ანალიზი და ანგარიშის მომზადება (Report);
** ხელმისაწვდომობა: ხუთი ცხრიანი - 99.999%, მაღალი ხელმისაწვდომობის სისტემის შექმნა;
** უსაფრთხოების პოლიტიკები, სტანდარტები, რეკომენდაციები და პროცედურები;
** კიბერდამნაშავეები (ჰაკერები); კიბერდანაშაული; კიბერდანაშაულის რეგულირება შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობით;
** გავრცელებული კიბერდანაშაულების განხილვა, გამოყენებული მეთოდების ანალიზი;

კურსში გამოყენებული სასწავლო მასალა და დამატებითი კომპონენტები:

სასწავლო კურსში გამოყენებულია:

** Cisco-ს ქსელური აკადემიის მიერ შემუშავებული ოფიციალური სასწავლო მასალა ინგლისურად;
** აკადემიის ინსტრუქტორების მიერ თარგმნილი ოფიციალური სასწავლო მასალა ქართულად;
** აკადემიის ინსტრუქტორების მიერ შემუშავებული:

- თეორიული და პრაქტიკული მასალები
- პრაქტიკული დავალებები
- ვიდეო მასალები
- პრეზენტაციები
- თვითკონტროლის ტესტები
- ყოველკვირეული ქვიზები
- ფინალური გამოცდები



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი