Jobs.GE



დასახელება: კურსები გიდობის მსურველთათვის
მომწოდებელი: მარცინ თრეველი
გამოქვეყნდა: 18 დეკ / ბოლო ვადა: 18 იან

ტურისტული კომპანია "მარცინ თრეველი" და ენების ცენტრი "Language Corner" 15 იანვრიდან აცხადებს მსმენელთა მიღებას გიდების 2 თვიან ტრენინგ კურსზე.

ტრენინგი მოიცავს თეორიულ სწავლებას ტურიზმის სფეროში, პრაქტიკულ საქმიანობას და უცხო ენების (რუსული /ინგლისური) ცოდნის ამაღლების კურსს. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მსმენელები უკვე შეძლებენ ტურების დამოუკიდებლად ჩატარებას და ამ მიმართულებით წარმატებული საქმიანობის გაგრძელებას.

კურსის ღირებულება შეადგენს 500 ლარს.

კურსის პროგრამა:

** ტურიზმის ინდუსტრია და ტურიზმის მიმართულებები
** ექსკურსიის ჩატარების მეთოდიკა
** ტურის განხორციელების პროცესში საჭირო სერვისის წარმომადგენლებთან ურთიერთობა
** გიდობა და გიდის უნარ-ჩვევები
** ტურისტებთან ურთიერთობის ძირითადი ასპექტები
** საქართველოს ტურისტული მიმართულებები და ისტორია
** უცხო ენა (რუსული, ინგლიური). მსმენელებს საშუალება ექნებათ გააიუმჯობესონ მეტყველება უცხოელ ლექტორებთან
** პრაქტიკული გასვლითი ტურები განხორციელდება შემდეგ მიმართულებებზე: თბილისი, მცხეთა-უფლისციხე, კახეთი.

ტრენინგს ჩაატარებენ: გამოცდილი და სერტიფიცირებული გიდები, ხოლო უცხო ენების კურსს გაუძღვებიან ადგილობრივი და უცხოელი ლექტორები

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ანდრია აფაქიძის 9, თბილისი (სპორტის სასახლის უკან)
ტელ: 593 191129, 577 787833
ელ. ფოსტა: martsin.travel@gmail.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი