Jobs.GE



დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ისი პარის სალონი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ

"ისი-პარი"-ს სალონი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების რეგისტრაცია/მიღება/გადამისამართება;
** მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა;
** სალაროსთან მუშაობა: თანხის მიღება/აღრიცხვა/კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, სალონში არსებული სერვისების გაცნობა მომხმარებლებისთვის და შეთავაზება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel) ცოდნა;
** გამართული მეტყველების, ეფექტური პრეზენტაციის , გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr-iciparis@prestige.ge არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა. გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ორგანიზაციამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი