Jobs.GE



დასახელება: სააფთიაქო წარმომადგენელი
მომწოდებელი: პრესტიჟი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ

შპს "პრესტიჟი" აცხადებს ვაკანსიას სააფთიაქო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პარაფარმაციულ განყოფილებაში არსებული ბრენდების შესწავლა, კონკურენტ ბრენდებზე ინფორმაციის მოპოვება;
** რეგულარული ვიზიტები ობიექტებზე (აფთიაქები, მაღაზიები), მერჩენდაიზინგის მოწესრიგება, ადგილზე კონსულტანტების დატრენინგება, შეკვეთების მიღება, პროდუქციის ვადების კონტროლი, ობიექტების უზრუბველყოფა საპრომოციო მასალით და ბანერებით
** ობიექტებიდან მიღებული შეკვეთების სპეციალურ ელექტრონულ ფორმაში შეყვანა და გადაცემა შესაბამისი განყოფილებისთვის;
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება;
** პერიოდულად განყოფილების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება ფარმაციის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr-iciparis@prestige.ge არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა. გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პრესტიჟმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი