Jobs.GE



დასახელება: ადგილობრივი თვითმმართველობის სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: NDI
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 17 დეკ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებასა და გავრცელებაზე მსოფლიოში. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, 2014 წლიდან, NDI საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს საკრებულოების ინსტიტუციურ განვითარებას, მათი გამჭვირვალობის ხელშეწყობას, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებასა და საკრებულოს ამომრჩეველთან ურთიერთობის მექანიზმების დახვეწას.

პროგრამის ფარგლებში NDI აცხადებს კონკურსს სტაჟირების გასავლელად 2018 წლის იანვრიდან აგვისტომდე NDI-ის თბილისის ოფისსა და ბათუმში NDI-ის რეგიონულ წარმომადგენლობაში.

სტაჟირება სრულ განაკვეთიანია (სამუშაო საათები 10:00 - 18:00 საათი). NDI სტაჟიორებს უზრუნველყოფს 150 დოლარის ოდენობის ყოველთვიური სტიპენდიით. NDI-ის თბილისის ოფისსა და ბათუმის რეგიონულ წარმომადგენლობაში შერჩეული სტაჟიორები აქტიურად ჩაერთვებიან NDI-ის მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

დაინტერესებული კანდიდატები ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

** ბაკალავრის დიპლომი შემდეგ დარგში:

- საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები
- სამართალი
- საჯარო მმართველობა
- ეკონომიკა
- ფინანსები
- მენეჯმენტი
- საზოგადოებასთან ურთიერთობები

** პოლიტიკური პროცესების კარგი ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური უნარები
** ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა
** დავალებების დროულად შესრულების უნარი
** გუნდური და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
** ძლიერი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Office, Internet, Social Media).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 17 დეკემბრამდე (23:00 საათი) CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancygeorgia@ndi.org უნდა გამოაგზავნონ. გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება (მაგ. "NDI-ის თბილისის ოფისის სტაჟიორი") ელ.ფოსტის სათაურში. ტესტირებაზე მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებულნი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი