Jobs.GE



დასახელება: იპოთეკური დაკრედიტების ექსპერტი
მომწოდებელი: ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან

საფინანსო სექტორში მოღვაწე ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას იპოთეკური დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 600 - 1100 ლარი (დარიცხული ხელფასი) და ბონუსი; ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 2

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გაზრდის მიზნით, პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** კლიენტების განაცხადების დამუშავება;
** იპოთეკური სესხის გაცემა;
** სესხის გაცემის შემდგომი მონიტორინგი;
** გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია საფინანსო სექტორში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** აქტიური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებული;
** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ინიციატივიანი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: riskmanagementvacancy@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: "იპოთეკური დაკრედიტების ექსპერტი"
ვაკანსიაზე.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 დეკემბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი