Jobs.GE



დასახელება: დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
** ობიექტზე წესრიგის დაცვა;
** საშვის რეჟიმის დაცვა, ვიზიტორთა შესვლის/გასვლის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე (დაცვის სამსახური) 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** სტრესის მართვის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და სტაჟირებას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დაცვის ოფიცერი.

სამუშაო განრიგი - ცვლიანი განრიგი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15.12.2017.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი