Jobs.GE



დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის ასისტენტი
მომწოდებელი: შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან

შპს "პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან წამებულის გამ. 51/2
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა კომპიუტერული ქსელების ცოდნა (როუტერების სვიჩების კონფიგურაცია)
** აუცილებელია პროგრამული ენების ცოდნა:

- Css
- Html
- Cpanel
- Mysql

** სასურველია Moodle საგამოცდო სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;

ფუნქცია მოვალეობები:

** თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა პრობლემების აღმოფხვრაში;
** საგამოცდო პროცესების ტექნიკური მხარდაჭერა;
** აკადემიაში ჩატარებული ღონისძიებების დროს ფოტოების გადაღება და შესაბამისი სიახლის მომზადება ვებგვერდზე და ფეისბუქზე დასადებად;

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილგანწყობა და თავაზიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სიახლეების ათვისების და დანერგვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@tma.edu.ge (გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება).



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი