Jobs.GE



დასახელება: სექტორ მენეჯერი
მომწოდებელი: ანგარი ჯი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ

კომპანია "ანგარი ჯი" დაფუძნებულია მრავალწლიანი გამოცდილების და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მიერ. კომპანია მრავალი წელია აქტიურად და მიზანსწრაფულად არის დამკვიდრებული ქართულ ბაზარზე, გააჩნია დიდი და ლოიალური კლიენტების ბაზა და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და გაფართოებაზე. კომპანია მუშაობს ავტოტექმომსახურების და ავტო დეტალების რეალიზაციის პროფილით.

კომპანია "ანგარი ჯი" აცხადებს ვაკანსიას სექტორ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სერვისის მისაღებად შემოსული მომხმარებლის საჭიროების დადგენა;
** სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შეთავაზებულ მომსახურებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სერვისის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი;
** რთული ან არასტანდარტული პრობლემის დაფიქსირებისას, ხელოსნის კონსულტირება სწორი მომსახურების გაწევის მიზნით;
** სექტორის პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსულისა და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის შესაძლებლობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატიურობა;
** ორგანიზებულობა;

ანაზღაურება სტაბილურია და განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით 400-დან / 800-ლარამდე.

კანდიდატების შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა.
** გასაუბრება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას #10
სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-დან 19:00სთ- მდე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: angari.ge@gmail.com 2017 წლის 20 დეკემბრამდე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი