Jobs.GE



დასახელება: გამყიდველ-კონსულტანტი - რეგიონები
მომწოდებელი: კარტლისი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან

აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის თანამდებობაზე, 25-45 წლის ასაკის მქონე ქალის ან მამაკაცისათვის.

გამყიდველ-კონსულტანტი

სამუშაო ადგილი:

1. მარნეულის რაიონი, სოფ. თამარისის გზის დასაწყისი;
2. ქ. საგარეჯო;
3. გურჯაანის რაიონი, სოფ. გურჯაანი;
4. ქ. აბაშა.

სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით

მოვალეობები:

** კონსულტაციების გაწევა ფერმერებისათვის;
** გაყიდვების წარმოება მაღაზიაში;
** პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებული აქციების ჩატარება.

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მცენარეთა დაცვის ან აგრონომის სპეციალობით);
** გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი.

შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრეინინგები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: info@cartlis.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაოს ადგილი (ქალაქი ან რაიონი), სადაც გსურთ დასაქმება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი