Jobs.GE



დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი - ქუთაისი
მომწოდებელი: ემჯიემტექს
გამოქვეყნდა: 7 დეკ / განახლდა: 9 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან

სამკერვალო საწარმო "ემჯიემტექს" არის წამყვანი ევროპული ტექსტილის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლობა ქ. ქუთაისში. კომპანია ემსახურება მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს ისეთებს, როგორებიცაა: H&M, Zara, F&F და სხვა.

პოზიციის დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი

პასუხისმგებლობები:

** ადამიანური რესურსების შერჩევა და დაკომპლექტება ახალი ობიექტებისთვის;
** პერსონალის შერჩევის სტრატეგიის ჩამოყალიბება პოზიციების მიმართულებებისა და რანგის მიხედვით;
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი საკადრო პოლიტიკის დაგეგმვა და აღსრულება;
** ფუნქციებისა და მოვალეობების გაწერა და სამუშაო პრაქტიკასთან ადაპტირება;
** რეკრუტინგის წარმოება სრულ ციკლზე;
** კანდიდატთა პირადი საქმეების მართვა;
** ყველა საჭირო საბუთის მოპოვება, რომელიც საჭიროა ახალ დაქირავებულ თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება
** ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული ცნობების, შეთანხმებების, ბრძანებების, განცხადებების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადება
** შრომითი ხელშეკრულებების ვადების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება;
** პოტენციური კანდიდატებისთვის მიმდინარე ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიაში დასაქმების მსურველთა მონაცემთა ბაზის წარმოება და მისი მუდმივი განახლება;
** უსაფრთხოების წესების დანერგვა და მათი მონიტორინგი;
** ადამიანური რესურსების შერჩევასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საქმიანობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, სოციოლოგიის და/ან მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; PowerPoint, Outlook.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე და სავარაუდო სახელფასო მოლოდინი, ელექტრონულ მისამართზე: HR@mgmtex.com და სათაურის ზოლში მიუთითოთ "ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი