Jobs.GE



დასახელება: თარჯიმანი - ქართული, ინგლისური
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 14 დეკ

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის თარჯიმნის თანამდებობაზე (1 ვაკანსია).

მოვალეობები:

** სამეცნიერო და აკადემიური შინაარსის ტექსტების თარგმანი (ძირითადად, ჰუმანიტარული მიმართულებით);
** ზეპირი, წერილობითი და სინქრონული თარგმანი;
** წერილობითი კომუნიკაციის წარმოება ინგლისურ ენაზე.

ცოდნა და კვალიფიკაცია:

** აკადემიური ხარისხი ინგლისურ ენაში (ბაკალავრი/მაგისტრი);
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე (წერა, კითხვა, საუბარი);
** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
** ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობა.

უნარები:

** ეფექტური ვერბალური და არა ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** წაკითხული ტექსტის გააზრების და სწორი ინტერპრეტაციის უნარი;
** ყურადღების კონცენტრაციის უნარი;
** ორგანიზაციული უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი.

სამუშაო ხანგრძლივობა და პირობები:

** გამოსაცდელი ვადა - 6 თვე (ანაზღაურებადი);
** სამუშაო დრო - სრული განაკვეთი;

წარმოსადგენია:

** CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** ფოტოსურათი;
** სამოტივაციო წერილი (უნდა ასახავდეს მიზეზს, რატომ არის კონკურსანტი დაინტერესებული ამ ვაკანსიით და რა კვალიფიკაციები აქვს მას, რაც დაეხმარება სამუშაოს შესრულებაში);

საბუთები წარმოადგინეთ 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელ- ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: translator. კანდიდატურა განიხილება მხოლოდ დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი