Jobs.GE



დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს IT პროექტების მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

IT პროექტებთან დაკავშირებით შემდეგი მოქმედებების განხორციელება:

** პროცესების სრული ციკლის მართვა;
** პროექტებთან დაკავშირებული მხარეების კოორდინირება და ინფორმირება;
** პროექტების რესურსების იდენტიფიცირება და მართვა;
** პროექტების შესრულება შეთანხმებული პირობებით, დადგენილ დროში, დადგენილი ბიუჯეტითა და ხარისხის მაჩვენებლებით;
** სისტემების სპეციფიკაციისა და ფუნქციური მოთხოვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
** დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
** იმპლემენტაციის ხარისხის მონიტორინგი;
** ანგარიშგების ფორმების ანალიზი და დახვეწა;
** გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიერ დადგენილი განკარგულებების შესრულება და მონიტორინგი;
** ცვლილებებისა და პროექტების დანერგვასთან დაკავშირებული რისკების მართვა;
** IT პროექტთან დაკავშირებული მხარეების ტრენინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სავალდებულოა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** სავალდებულოა IT პროექტების მენეჯერად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროექტების მართვის 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი პროექტების მართვის სფეროში;
** სასურველია ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი IT სერვისების მართვის სფეროში;
** სასურველია ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროექტების სფეროში;
** სასურველია პროექტების მართვის მეთოდოლოგიების თეორიული ცოდნა.
** Microsoft Project- ის საფუძვლიანი ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 დეკემბერი, 2017

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/it-proeqtebis-menedjeri-tbilisi3.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი