Jobs.GE



დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 7 დეკ / განახლდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან

შპს "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** პროექტების დაწყებამდე შესყიდვების გეგმის მომზადება;
** სატენდერო პროცესში დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტების მიმდინარეობის დროს შესყიდვების გეგმის მონიტორინგი და უკვე დამტკიცებულ გეგმასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტების მიმდინარეობისას შესყიდვების განხორცელება გეგმის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** პერიოდული აღწერების ჩატარების ორგანიზება (ინვენტარიზაცია);
** შესყიდვების მიმართულებით განვითარების საჭიროებებისა და შესაძლებლობების ინიციატივების დაყენება ხელმძღვანელთან;
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;
** მოლაპარაკებების წარმოება უცხოელ პარტნიორებთან;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება, ბაზების მუდმივი განახლება;
** მასალის ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** ბაზრის ანალიზი, ფასების მოკვლევა;
** საფასო პოლიტიკაში კონკურენტების ფასების გათვალისწინება და ამისათვის ინფორმაციის მოძიება;
** ყოველთვიური და წლიური შეკვეთების დაგეგმვა და ანალიზი;
** ობიექტებზე სამშენებლო მასალების დროული მიწოდების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3-5 წლამდე გამოცდილება (სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
** საერთაშორისო შესყიდვების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნაც;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** რამოდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ინოვატორულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზატორული ნიჭი;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად (ფიქსირებულს + ბონუსი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2018 წლის 7 იანვრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი