Jobs.GE



დასახელება: საგრანტო პროგრამა
მომწოდებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 16 იან
თანდართული ფაილი: 160470-wfg-grant.zip

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა", რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (Global Alliance for Green and Gender Action -GAGGA).

საგრანტო კონკურსის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე და სხვ.

პროექტების სავარაუდო თემები:

** აღნიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება/ლობირება
** ადვოკატირება, სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება
** გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ჯგუფებში მწვანე საკითხების მიმართ
** მწვანე საკითხების კვლევა ქალებთან მიმართებაში
** გარემოსდაცვითი სამართლიანობის სფეროში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდა

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

** რომლებსაც ახორციელებენ ქალები
** რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე გარემოსდაცვითი და ქალთა ორგანიზაციების კოალიციურ პროექტებს.

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 3000 ევროს ეკვივალენტი ლარში.
პროექტების ხანგრძლივობაა 6-დან 8 თვემდე.
ქალთა ფონდი საქართველოში პროექტების მიღებამდე მსურველებისთვის ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში, 12 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 15:00-17:00 სთ.

განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ან რუსულ ენაზე) წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 იანვარი.
საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2018 წლის იანვრის ბოლოს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით შემდეგ მისამართზე:

სერგო ზაქარიაძის ქ. # 8,
მე-4 სადარბაზო, I სართული,
ბინა # 74, 0177 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2399998
ელ.ფოსტა: grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი