Jobs.GE



დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი - თელავი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 12 დეკ

შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თელავში, სავაჭრო წარმომადგენლის (დისტრიბუტორის) პოზიციაზე.

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების "P&G" და "Nestle" სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

მინიმალური მოთხოვნები:

** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინარული;
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
** ორგანიზაციული, პრობლემების გადაჭრის უნარით;
** გუნდური მუშაობის უნარი; დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე სფეროში - მინიმუმ 1 წელი;
** სასურველია ავტომანქანის მართვის მოწმობა - B, C კატეგორია.

მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, შეკვეთების აღება და მათთვის პროდუქციის ადგილზე მიწოდება
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
** ახალი კლიენტების მოძიება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი