Jobs.GE



დასახელება: Excel-ის სპეციალისტი
მომწოდებელი: მონტაჟ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან

ელექტროსამონტაჟო კომპანია "მონტაჟ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას Excel-ის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 800 ლარი

სამუშაოს აღწერილობა:

** სატენდერო დოკუმენტაციის მოძიება, მომზადება და ზემდგომი პირების ინფორმირება სტატუსის შესახებ;
** დანართების მომზადება-გაფორმება და იურიდიულ განყოფილებაზე გადაცემა;
** ხარჯთაღრიცხვების, ინვოისების და კომერციული წინადადებების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმა 2-ის ან მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** დამკვეთებთან კომუნიკაცია; (სატენდერო დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ფორმა 2).
** საავანსო და საგადახდო ჩარიცხვებზე ინფორმაციის მოძიება ბუღალტერიიდან;
** ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების, გახარჯული მასალების მონიტორინგი და ხელშეკრულების დანართთან შესაბამისობაში მოყვანა.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების - განსაკუთრებით Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა.
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
** სასურველია უმაღლესი ელექტრო-ტექნიკური განათლება.
** სასურველია ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** სასურველია ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და სპეც. პროგრამების ადვილად ათვისების უნარი;
** პროფესიული განვითარების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: tamuna@montage.ge 2018 წლის 7 იანვრამდე. გთხოვთ, ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Excel-ის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი