Jobs.GE



დასახელება: 1C პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: სან პეტროლიუმ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ

"გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - "სან პეტროლიუმ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას 1C პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C სისტემების (ERP (POS მოდულით), ACC, HR) დანერგვის და მხარდაჭერის პროექტებში წამყვან როლებში მონაწილეობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სხვადასხვა ბიზნეს აპლიკაციების შექმნის და დანერგვის გამოცდილება.
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქციები:

** 1C გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა როგორც ოფისში, ასევე საცალო ქსელის მაsშტაბით;
** 1C პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დამატება, არსებულ მოდულებში ცვლილებების მართვა (Change Management);
** ტექნიკურ პრობლემებზე რეაგირება/კონტროლი;
** ბიზნეს სააღრიცხვო სისტემების განვითარების სტრატეგიის შედგენა;
** ბიზნეს სააღრიცხვო სისტემების დანერგვის/განვითარების პროექტების ხელმძღვანელობა;
** საპროექტო დოკუმენტაციის (მათ შორის ტექნიკური დოკუმენტაცია) მომზადება. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება და ჯგუფის ზედამხვედელობის/ კოორდინაციის გაწევა;
** ინფორმაციის (მოთხოვნები ბიზნეს სააღრიცხვო სისტემის მიმართ) მოგროვება, მათი გაანალიზება, შეთანხმება შესაბამის სტრუქტურებთან, გადაწყვეტის გზების ჩამოყალიბება, შეთანხმება და პრიორიტეტიზაცია;
** თანამშრომლობა ბიზნეს სააღრიცხვო სისტემების დანერგვისა და მხარდაჭერის მომსახურე კომპანიასთან, ფუნქციონალური სპეციფიკაციის / ტექნიკური დავალების შედგენა, შესრულების ხარისხის კონტროლი;
** პროექტით დაინტერესებული მხარეებისათვის პერიოდული ანგარიშის წარდგენა შედეგებზე და სამუშაoთა მსვლელობაზე;
** დანერგილი ბიზნეს პროდუქტების მომხმარებლებისათვის გაცნობა, სისტემაში მუშაობისათვის საჭირო ინსტრუქციების შედგენა, მომხმარებლების დატრენინგება სისტემაში მათი როლის შესაბამისად;
** არსებული სააღრიცხვო სისტემების ფუნქციონალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** სისტემის საბოლოო მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრობლემური საკითხების მართვა (Incident Management, Problem Management);
** 1C ადმინისტრატორების მუშაობის მონიტორინგი

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირებულობა, მოკლე ვადებში რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: career@gulf-ge.com 2017 წლის 20 დეკემბრამდე; გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

** ეთანხმებით, რომ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ამასთან, ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;
** ანიჭებთ შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
** გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიაში" თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე [CV], ასევე, თქვენს შესახებ კომპანიაში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი