Jobs.GE



დასახელება: ვიდეო გადაღების და მონტაჟის საბაზისო კურსი
მომწოდებელი: მულტიმედია განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ

"მულტიმედია განათლების ცენტრი" გიწვევთ ვიდეო გადაღების და მონტაჟის საბაზისო კურსზე.

კურსი პროფესიული მოთხოვნების გათვალისწინებით არის შედგენილი, რომელიც დღეს მედია ინდუსტრიაშია. თქვენ შეძლებთ ისწავლოთ შემოქმედებითი აზროვნება ტექნიკურ უნარ-ჩვევებთან ერთად. პროფესიონალი ტრენერი დაგეხმარებათ საკუთარი ნამუშევრის შეფასებასა და საკუთარი იდეების განხორციელებაში. ვიდეო გადაღების და მონტაჟის კურსი თითოეული სტუდენტის მოთხოვნებთან არის ადაპტირებული.

კურსის ფორმატი: კურსი 6 დღე გრძელდება. გაკვეთილი 2 საათს. თითოეული გაკვეთილი ითვალიწინებს სწავლებას, დავალების მიცემასა და საშინაო დავალების განხილვას. დავალების შესრულება შესაძლებელია გაკვეთილის დასრულების შემდეგ. ვისაც არ აქვს საკუთარი ტექნიკური საშუალება (კამერა, კომპიუტერი და სამონტაჟო პროგრამა), შეუძლია კლასის შემდეგ დარჩეს და დავალებაზე იმუშაოს.

კურსის მიზნები:

** ვიდეო გადაღების საბაზისო სწავლება
** ვიდეო მონტაჟის საბაზისო სწავლება
** სტუდენტები თანამედროვე მონტაჟის ტექნოლოგიებს გაეცნობიან და იმ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, რომელიც მომავალში ეფექტურ მუშაობაში, დროის ეკონომიასა და შემოქმედებით აზროვნებაში დაეხმარებათ.

ეს კურსი იდეალურია მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას, უკვე მუშაობს მედია ინდუსტრიაში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და მარკეტინგში საქმიანობს

სრული კურსის საფასური: 250 ლარი.
რეგისტრაციის ბოლო დღე: 15 დეკემბერი.

რეგისტრაციის გასავლელად მიჰევით ბმულს.

"მულტიმედია განათლების ცენტრი" ეს არის საუკეთესო სივრცე ტრენინგისთვის როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე კარიერის დასაწყისში მყოფთათვის. "მულტიმედია განათლების ცენტრში" შესაძლებელია პრაქტიკურლი განათლების მიღება და აქ არსებული ტექნიკური აღჭურვილობით ახალი უნარ-ჩვევების შეძენა.

მისამართი: ალ. ჭავჭავაძის 10ა, თბილისი
ტელ.: 2 25 18 95, 5 99 34 22 49
ელ-ფოსტა: mejibia@mecg.ge
www. facebook.com/irexMEC



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი