Jobs.GE



დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ

კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე (სატელეფონო ცენტრი), თბილისში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, სომხეთში, ალბანეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** საკუთარი ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა/მონიტორინგი;
** პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავდებებსა და დაკავშრებულ პირებთან სატელეფონო კომუნიკაცია დავალიანების აღმოფხვრის მიზნით;
** ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფა, სესხების დაფარვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სატელეფონო ცენტრში (მომსახურება, გაყიდვები, ვადაგადაცილება) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
** გამართული, დამარწმუნებელი და არგუმენტირებული კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ 2017 წლის 20 დეკემბრამდე მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი