Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: OKey
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ

სს "ოქეი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სს "ოქეი" ინოვაციებზე ორიენტირებული საფინანსო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით მომხმარებელს სთავაზობს ფინანსური პროდუქტების ფართო სპექტრს.

კომპანია, როგორც დამსაქმებელი, დაინტერესებულია ითანამშრომლოს პასუხისმგებლიან, სანდო, მოტივირებულ, კვალიფიციურ ინდივიდებთან და სთავაზობს მათ განვითარებისათვის საჭირო დინამიურ გარემოს.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

** პარტნიორი კომპანიების მოძიება, ურთიერთობის დამყარება და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** არსებული პარტნიორი კომპანიების ბაზის მუდმივი ზრდა, მონიტორინგი და მართვა;
** შესაბამისი რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია - საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები)
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური/რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** კლიენტის დარწმუნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ კანდიდატურა შეესაბამება მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: info@okey.ge 2017 წლის 25 დეკემბრამდე. გთხოვთ, `subject` ველში მიუთითოთ "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი