Jobs.GE



დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - ზესტაფონი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ მანდილოსნებს.

სამუშაო ადგილი: ზესტაფონი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ასაკი: 25 წლიდან

მოვალეობები:

** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/ მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციის მიწოდება დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დანერგილი სიახლეების შესახებ;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალებებისა და მითითებების მიცემა;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთის გაკეთება;
** დარბაზში პროდუქციის და მასზე ფასმაჩვენებლების არსებობის კონტროლი;
** დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება ტანსაცმლის ან პარფიუმერიის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილებას;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@navne.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება და ადგილმდებარეობა "მაღაზიის მენეჯერი ზესტაფონში", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი