Jobs.GE



დასახელება: საბანკო საქმისა და სამართლის პრაქტიკული ტრეინინგი - 110 ლარად
მომწოდებელი: ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან

"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO" გთავაზობთ "საბანკო საქმისა და სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს" 75% საახალწლო ფასდაკლებით - 110 ლარად, 300 ლარის ნაცვლად.

აიმაღლე კვალიფიკაცია, გახდი კონკურენტუნარიანი და დასაქმდი!

ტრეინინგი განკუთვნილია ნებისმიერ პირთათვის, რომელთაც სურთ მიიღონ საბანკო საქმის და სამართლის სიღრმისეული ცოდნა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მუშაობა დაიწყონ საბანკო სფეროში.

აღნიშნული ტრეინინგის კურსდამთავრებულთა 85% უკვე დასაქმებულია სხვადასხვა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

ტრეინინგის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ერთი ტრეინინგის ფარგლებში შეისწავლით როგორც საბანკო საქმეს, ასევე საბანკო სამართალს. პროგრამა მოიცავს ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომელთა ცოდნაც აუცილებელია საბანკო სფეროში მუშაობის დასაწყებად. მათ განეკუთვნება:

** საბანკო საქმე;
** საბანკო სამართალი;

ლექცია მოიცავს: თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ ამოცანებს, კაზუსების ამოხსნას, ტესტებზე მუშაობას, დისკუსიას, სიტუაციურ ანალიზს, ქეისებზე მუშაობას. სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.

ასევე, ტრეინინგის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ დაიწყოთ ბანკში მუშაობა შემდეგ პოზიციებზე:

** მოლარე ოპერატორი;
** ფიზიკური და იურიდიული პირების ოპერატორი;
** ქოლ-ცენტრის ოპერატორი;
** კრედიტ ოფიცერი;
** საკრედიტო ექსპერტი;
** საკრედიტო ადმინისტრატორი;
** განვადების მენეჯერი;
** იურისტი;
** მოლარე.

ტრეინინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა, კვირაში ორჯერ, სულ 16 ლექცია.
ტრეინინგის ღირებულება ფასდაკლებით - 110 ლარი, 300 ლარის ნაცვლად.
ლექციის დროები თანხმდება პირველ ლექციაზე ლექტორსა და სტუდენტებს შორის.
სწავლება მიმდინარეობს მცირერიცხოვან ჯგუფებში (3-6 მსმენელი).

ტრეინინგის დასრულებისას ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი საერთაშორისო სტანდარტების სერთიფიკატი (ქართულ და ინგლისურ ენებზე). სერთიფიკატი ადასტურებს, რომ თქვენ წარმატებით გაიარეთ საბანკო საქმისა და სამართლის ტრეინინგ-კურსი. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში წარსადგენად. ყველა კურსდამთავრებულის CV დამუშავდება და გადაიგზავნება საბანკო ვაკანსიებზე რეზიუმესთან ერთად. წარმატებულ კურსდამთავრებულებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი.

კურსს უძღვება: თამარ ვეფხვაძე - პროფესორი, სამართლის დოქტორი.

სასწავლო პროგრამა:

** ეროვნული ბანკი.
** კომერციული ბანკები.
** მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები - საკრედიტო კავშირები.
** საბანკო კრედიტების ანალიზი (სამომხმარებლო, საავტომობილო, ბიზნეს, სტუდენტური კრედიტები, ოვერდრაფტი).
** იპოთეკური კრედიტები.
** საკრედიტო ბარათები.
** განვადება.
** ანგარიშების გახსნა და ანგარიშსწორება.
** ანაბარი (ვადიანი, მოთხოვნამდე, ზრდადი, საბავშვო, შეგროვებადი ანაბრები, ჩემი სეიფი).
** უნაღდო ანგარიშსწორება.
** ინტერნეტ ბანკინგი.
** "ბლუმბერგის" ელექტრონული სავაჭრო სისტემა.
** საბანკო გარანტია.
** თავდებობა.
** CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენა. ბანკში გასაუბრებისათვის მომზადება.

ფასდაკლების მისაღებად შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScI_CisCl8baPCq59Bi1ceeUdt5iSpEcrqRjRfMZ00IaA47qw/viewform ან გადმოაგზავნეთ თქვენი CV ან საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მობილურის ნომერი მაილზე: kegakademia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ სასწავლო კურსის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

მისამართი: სათაო ოფისი: ქ.თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ.11. მე-2 სართული (მეტრო რუსთაველთან, "მაკდონალდსიდან" მე-5 შენობა).

საბურთალოს ფილიალი: კოსტავას ქ.68 (სახელმწიფო ტელევიზიის გვერდით, ახალაშენებული კორპუსის პირველი სართული. ახლოსაა მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტთან")

ტელ.: 2 14 88 14, 293 53 30; 2 90 43 35.
მობ.: 599 80 74 88
ელ.ფოსტა: kegakademia@gmail.com
ვებ-გვერდი: http://www.veto.ge | https://www.facebook.com/vetoakademia?ref=hl



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი