Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კოლორპაკი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 27 დეკ

კომპანია "კოლორპაკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილები: 2

შპს "კოლორპაკი" დაარსდა 2005 წელს. კომპანია ბეჭდავს სხვადასხვა სახის შესაფუთ და სარეკლამო პროდუქციას: მაღალი ხარისხისა და სირთულის ღვინისა და შამპანურის ეტიკეტებს, საკვები პროდუქტების პაკეტებს, ყუთებს, ჩანართებს, კონვერტებს, საქაღალდეებს, სავიზიტო ბარათებს, სტიკერებს, კალენდრებს, პოსტერებსა და სხვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი დამკვეთების ბაზის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა და მისი ტექნიკური მახასიათებლების გათავისება;
** პოტენციურ დამკვეთებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
** დაკვეთის ვადაში შესრულების მონიტორინგი და გაყიდვების შემდგომ კლიენტის კმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მიღება;
** CRM - რეპორტინგით სარგებლობა ყოველდღიურად;

მოთხოვნები:

** გაყიდვების ყოველკვირეული რეპორტების მიწოდება მენეჯმენტისთვის.
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირებაში;
** 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის ან კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** ყურადღება მიენიჭება შინაგან მოტივაციას, აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად;
** პოლიგრაფიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პოზიტიური განწყობა;
** სერიოზული მოტივაცია განვითარებისათვის;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა, ჰიპერაქტიურობა;
** კომუნიკაბელურობა;

ტექნიკური უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის სწორი მენეჯმენტი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** აქტიური მსმენელი და შესაბამისად აქტიური კომუნიკატორი;
** სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების კარგი უნარები.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 შაბათის ჩათვლით
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ე. ბაღდავაძის 20

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: e.mtiulishvili@color.ge

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი