Jobs.GE



დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: კოლორპაკი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 27 დეკ

კომპანია "კოლორპაკი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

შპს "კოლორპაკი" დაარსდა 2005 წელს. კომპანია ბეჭდავს სხვადასხვა სახის შესაფუთ და სარეკლამო პროდუქციას: მაღალი ხარისხისა და სირთულის ღვინისა და შამპანურის ეტიკეტებს, საკვები პროდუქტების პაკეტებს, ყუთებს, ჩანართებს, კონვერტებს, საქაღალდეებს, სავიზიტო ბარათებს, სტიკერებს, კალენდრებს, პოსტერებსა და სხვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ფაილის მიღება, ტექნიკური შემოწმება, დამუშავება და დასაბეჭდად გამზადება;
** ფაილების საბეჭდ ფორმაზე დალაგება/მონტაჟი;
** საჭიროების შემთხვევაში ფაილის გასწორება და დაკორექტირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია კანდიდატი მაღალ დონეზე ფლობდეს ჩამოთვლილ გრაფიკულ პროგრამებს :
** Adobe Illustrator
** Adobe Photoshop
** Adobe InDesign
** Corel Draw
** PDF Professional.

პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითი აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 შაბათის ჩათვლით
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ე. ბაღდავაძის 20

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: e.mtiulishvili@color.ge

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი