Jobs.GE



დასახელება: ფილიალის მმართველი - ფოთი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე ფოთში.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე პროცესების მართვა;
** ფილიალის ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დამტკიცებული გეგმების შესრულება;
** ანგარიშის მომზადება ფილიალის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;
** ფილიალში შესაბამისი სტანდარტებს დაცვის უზრუნველყოფა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@ak.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "ფოთის ფილიალის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი