Jobs.GE



დასახელება: მონტიორ-ინსტალატორი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მონტიორ-ინსტალატორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;
** ყოველდღიურად უზრუნველყოს მის სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენა დადგენილ ვადებში;

სავალდებულო მოთხოვნები:

** ტელეფონის აპარატების მოწყობილობანი და მათდამი წაყენებული მოთხოვნები;
** ბოძების, დგარების, სააბონენტო პუნქტების და ინტერნეტის მოწყობის პრინციპები;
** სააბონენტო და ინტერნეტ მოწყობილობების ექსპლუატაციის წესები;
** კომპიუტერული ტექნიკის მომსახურების წესები და მათთან მუშაობა;
** აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;
** კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი მოთხოვნები:

** სქესი - მამრობითი;
** გამართული მეტყველება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** დროის მართვა.
** გუნდში მუშაობის უნარი;

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** ტესტირება;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@ak.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მონტიორ-ინსტალატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი