Jobs.GE



დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო დიპლომატი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან

სასტუმრო "დიპლომატი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სასტუმროში შემოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება
** კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** რეზერვაციის საიტებთან მუშაობა
** სასტუმროს ჯავშნების მიღება და კომპიუტერულ პროგრამაში შეყვანა
** სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება.
** ელექტრონული ფოსტის შემოწმება და მიმოწერების წარმართვა
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 40 წლამდე
** უმაღლესი განათლება სასურველია
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელის ცოდნა აუცილებელია)
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი

პირობები:

24 საათიანი გრაფიკი 3 დღეში ერთხელ და 3 საათის დასვენების შესაძლებლობით.
ხელფასი: ხელზე ასაღებად - 300 ლარი თვეში მოჭრილი პლუს პროცენტული ბონუსი სასტუმროს ოთახების დატვირთვიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: hoteldiplomat@gol.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: (+995 597) 12 55 22.

მისამართი: თბილისი, სოლოლაკი, ბოლო აღმართის ქუჩა N 4



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი