Jobs.GE



დასახელება: აკადემიური თანამდებობები - ინჟინერია, ფერწერა
მომწოდებელი: თავისუფალი უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან

"თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს აკადემიური პოზიციების დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 წლის.
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად პირს უნდა ჰქონდეს: დოქტორის კვალიფიკაცია ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** აკადემიური თანამდებობები შეიძლება დაკავებულ იქნეს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებით:

** ელექტროინჟინერია: 1 ვაკანსია - პროფესორი
** მექანიკის ინჟინერია: 1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი
** ფერწერა: 1 ვაკანსია - ასოცირებული პროფესორი

განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 8 იანვრიდან - 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით.

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

** ბიოგრაფია (CV);
** სამოტივაციო წერილი (1 გვერდი);
** შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პროექტი;
** ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** პუბლიკაციების ჩამონათვალი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დოკუმენტაციის მიიღება ხდება ელექტრონულად, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი - https://form.jotform.me/73391165418459

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება/საჩვენებელი ლექცია.

კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება 2018 წლის 12 იანვრიდან - 2018 წლის 16 იანვრის ჩათვლით, ხოლო გასაუბრება/ საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიასთან გაიმართება 2018 წლის 17 იანვრიდან - 2018 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შერჩეულ პირთან შეთანხმების საფუძველზე. აკადემიურ პოზიციაზე არჩევა ხდება 3 წლის ვადით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: 0159, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 240, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: Vacancy@freeuni.edu.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი