Jobs.GE



დასახელება: კურიერი - ბათუმი
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 6 დეკ / განახლდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ

თუ გსურს დასაქმდე? ხარ აქტიური და შრომისმოყვარე, გყავს საკუთარი ავტომობილი, კარგად მართავ საჭეს და იცნობ შენი ქალაქის ქუჩებს, კომპანია ოდისეა გაძლევს შესაძლებლობას გამოავლინო საკუთარი უნარები და გახდე წარმატებული გუნდის ახალი წევრი.

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ოდისეა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. ოდისეას წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** პოზიცია: კურიერი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წიგნების მიწოდება დანიშნულების ადგილზე;
** თანხის აღება და აღრიცხვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი (სასურველია მინივენი, რომელიც იმუშავებს გაზზე ან ბენზინზე);
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ა.წ. 25 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@odisea.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კურიერი), რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი