Jobs.GE



დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ

"პეგასუსის ავიახაზების" გენერალური სავაჭრო აგენტი - შპს "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი", აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული/გასული კორესპონდენციის და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვა/დაარქივება
** ხელშეკრულებების დაარქივება
** ოფისების მომარაგება
** დოკუმენტების თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების უზრუნველყოფა
** პარტნიორ კომპანიებთან (სადაზღვევო, კომუნიკაციის და სხვა ) კომუნიკაცია
** სარეკლამო მასალების შეკვეთა
** თანამშრომლების მოსვლა/წასვლის აღრიცხვა და ყოველთვიური რეპორტის წარმოება
** ოფისების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** ენერგიულობა; შრომისუნარიანობა; სისხარტე;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

პირობები:

ანაზღაურება: 500 ლარი მომატების პერსპექტივით
ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@gasa.ge 20 დეკემბრის ჩათვლით. აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი