Jobs.GE



დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 13 დეკ

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების მოთხოვნის მიღება, გაანალიზება;
** შესაბამის შეკვეთებზე ინფორომაციის მიღება და შეკვეთის განხორციელება;
** შესაბამისი კონტრაქტორი კომპანიების მოძიება;
** ტენდერების გამოცხადება;
** მიზნობრივი ბაზრის საფასო კვლევა;
** კონტრაქტორ კომპანიებთან ურთიერთობის დამყარება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება;
** არსებული მარაგების მუდმივი კონტროლი და ანალიზი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ან მომიჯნავე მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
** სავალდებულოა Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრიორიტეტულია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრიორიტეტულია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 დეკემბერი, 2017

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/shesyidvebis-specialisti-tbilisi5.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი